ჩვენი მომსახურებები
ლოჯისტიკური მომენტებიდან გამომდინარე კომპანიას აქვს რამდენიმე საწყობი ევროპაში სადაც ხდება მცირე ტვირთების ჩატანა და შეგროვება, როგორც ჩვენი პარტნიორი ევროპელი გადამზიდავების მხრიდან ასევე თითონ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა გადააგზავნონ ტვირთები და იქიდან ჩვენ მოვახდენთ მათ ტრანსპორტირებას საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.


სახმელეთო ტრანსპორტი
კომპანიას აქვს მუდმივად განახლებული ავტოპარკი, ძირითადათ იტალიური წარმოების EURO 5 და EURO 6 ტიპის მანქანები. გადაზიდვა ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მარშუტით და გრაფიკით. გვაქვს ყველა შესაბამისი სერთიფიკატი და ნებართვა საშიში ტვირთების (ADR) გადასაზიდად.


საჰაერო გადაზიდვები
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვაზე მთელს მსოფლიოში.


საზღვაო გადაზიდვა
ტვირთების საზღვაო გადაზიდვებს ვახორციელებთ მთელი მსოფლიოს მაშტაბით სრულად და ნაწილობრივ დატვირთული კონტეინერებით, ექსპორტი/იმპორტი. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან.


საბროკერო სასაწყობე მომსახურება
კომპანია ახორციელებს საბროკერო და სასაწყობე მომსახურებას როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში. ვთანამშრომლობთ მხოლოდ ავტორიტეტულ საბროკერო ფირმებთან. გვაქვს შესაძლებლობა ტვირთის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მოვახდინოთ საბაჟო დოკუმენტაციის კორექტირება შესაბამის უწყებებში. ასევე გვყავს მუდმივი წარმომადგენელი თბილისის საბაჟოზე რომელიც სურვილის შემთხვევაში დაგეხმარებათ თქვენი კუთვნილი ტვირთის განბაჟებაში. ასევე გვაქვს საბაჟოდან დაცლის ადგილამდე მიტანის სერვისი.