ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ კომპანია ბეტატრანსი


ქართულ იტალიური კომპანია ბეტა დაარსდა 2004 წელს ქართველი და იტალიელი პარტნიორების მიერ. შექმნის დღიდან კომპანიის სტრატეგია მდგომარეობს საკუთარი, მუდმივად განახლებადი ავტოპარკით კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაში. მაღალი ხარისხი და საუკეთესო მომსახურებაჩვენთვის ნიშნავს ტვირთების ტრანსპორტირებისას მათი უსაფრთხოებისა და დაზიანებასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანას. მაგ: ტრანსპორტირება გადატვირთვის გარეშე, ავტორიტეტულ საბროკერო ფირმებთან თანამშრომლობა, მრავალრიცხოვანი საწყობების ქსელი, მაღალკვალიფიციური კადრების გამოყენება და ა.შ.

სისწრაფე & პროფესიონალიზმი


კომპანია კადრების შერჩევისას ხემძღვანელობს ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით. ბეტატრანსის თითოეულ მძღოლს აქვს მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებზე, ყველა მათგანს გავლილი აქვს სხვადასხვა ტრეინინგები და კურსები, მათ შორის სახიფათო ტვირთების (ADR) გადაზიდვის და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს. ბეტას მენეჯმენტი დაკომპლექტებულია გადაზიდვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებით, რომელთა მაღალკვალიფიციურობა, საქმეზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, საიმედო მომსახურების შეთავაზებას.

17 წლიანი გამოცდილება


შპს ბეტა წარმოადგენს იტალიურ-ქართული ბიზნეს ჰოლდინგის ნაწილს, საქმიანობს ბაზარზე უკვე 17 წელია ამით ის ერთერთი უძველესია ქართულ სახმელეთო გადამზიდებთა შორის. 17 წლიანი გამოცდილება და უამრავი კმაყოფილი კლიენტი ჩვენ სტიმულს გვაძლევს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქტი მივაწოდოთ ჩვენს ძველ და ახალ კლიენტებს. 17 წლის განმავლობაში ბეტატრანსი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით და საუკეთესო რეპუტაციით.

გაეცანით ჩვენ კომპანიას ბეტატრანს


კომპანიას აქვს მუდმივად განახლებადი ავტოპარკი, კომპანიის საკუთრებაშია IVECO-ს წარმოების ავტომანქანები, აქვს თავისივე გარაჟები: თბილისში, სოფ. მარტყოფთან, შემოვლით გზაზე და დასავლეთ საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში. ბეტატრანსი იყო პირველი სატრანსპორტო კომპანია საქართველოში რომელიც სრულად გადავიდა EURO 5-ის სტანდარტებზე. ყველა მანქანას აქვს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის საჭირო ყველა ნებართვა და სერტიფიკატი, მათ შორის სახიფათო ტვირთების (ADR) გადასაზიდად აუცილებელი ლიცენზია და აღჭურვილობა.

კონტაქტი 24/7

ბეტატრანსთან თანამშრომლობისას თქვენ პირდაპირი კავშირი გექნებათ თქვენს შეკვეთაზე პასუხისმგებელ მენეჯერთან რომელიც მუდმივ კავშირზე იქნება, მატ შორის არასამუშაო დროსაც.


ტვირთის უსაფრთხოება

გამომდინარე იქიდან რომ კომპანია ოპერირებს საკუთარი ავტოპარკით ტვირთის ტრანსპორტირება ხდება გადატვირთვების და შუალედური საწყობების გარეშე. შესაბამისად მინიმუმადეა დაყვანილი გზაში ტვირთის დაზიანების ან დაკარგვის შესაძლებლობა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს გამომგზავნთან დატვირთვისას ჩვენი თანამშრომლის მიერ საქონლის დათვალიერება და სურათების გადმოგზავნა.


უპირატესობები

ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ მაქსიმალურად მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას. მათ შორის დატვირთვისას ან დაცლისას წარმოქმნილ შესაძლო სირთულეებისას. მაგალითად თუ მანქანა გამოცხადდა დატვირთვის მისამართზე სადაც გამომგზავნ ფირმას აქვს შეფერხება, ჩვენ გონივრული ვადის ფარგლებში შევძლებთ დალოდებას დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ანალოგიურად დაცლის დროს, ჩვენ მაქსიმალუარ ვითვალისწინებთ საბაჟო პროცედურების დროს წარმოქმნილ პრობლემებს, ვითვალისწინეთ ობიექტურ გარემოებებს და ესეთების არსებობის შემთხვევაში არ ვაკისრებთ მანქანის მოცდენის ღირებულებას.


პუნქტუალურობა

გამომდინარე იქიდან რომ ტვირთების გადაზიდვას ვახორციელებთ ჩვენივე მანქანებით, ჩვენივე შედგენილი გრაფიკით, წინასწარ შეგვიძლია დავგეგმოთ და გითხრათ ტრანსპორტირების ზუსტი ვადა.


Buy now